19:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 17:41:01, 2010 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ახალი სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ელექტრომობილის მფლობელს უფასოდ შეეძლება.

აღნიშნული პროექტი „ტავ ჯორჯიასა“ და E-space-ის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონში პირველ „მწვანე აეროპორტად“ დასახელდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან აეროპორტი მზის ენერგიას ნაწილობრივ მოიხმარს, რაც ადასტურებს იმას, რომ უკვე წლებია „ტავ ჯორჯია“ საქართველოში გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისად წარმართავს საქმიანობას.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics