01:34 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 18:00:48, 2106 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, ვარკეთილის დასახლებაში  წყალსადენისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელი უკვე შეიცვალა.   წყალარინების ქსელის სარემონტო სამუშაოები კი წლის ბოლომდე  დასრულდება.

შოთა რუსთაველის ქუჩის N4, N6, N8, N10, N12 და მეგობრობის ქუჩის N1 კორპუსებისთვის ამ ეტაპზე უკვე მოეწყო  ახალი საკანალიზაციო ქსელი .

2017 წლის ბოლომდე  მეგობრობის და რუსთაველის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაა დაგეგმილი,  რის შემდეგაც  ქუჩების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.

მიმდინარე სამუშაოებს  სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ინფრასტრუქტურის სამსახურის, მუნიციპალიტეტის და   „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამასთან,  გიორგი ბაგრატიონი   ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი პროექტი განიხილა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics