10:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 14:31:55, 535 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბიბლიოთეკას სახსოვრად „საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეული გადასცა.

შსს-ს ინფრომაცით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს ბაზაზე არსებულ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ბიბლიოთეკას, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 600-მდე წიგნი შეემატა. წიგნები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ცენტრის სხვა დანაყოფების თანამშრომელთა ინიციატივით შეგროვდა. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ეუბიძე და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე დაესწრნენ.

ბიბლიოთეკის განახლებული წიგნების ფონდი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მომსახურე ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს თავისუფალ დროს გაეცნონ მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემატიკის ლიტერატურას და ცოდნა გაიღრმავონ. აღნიშნული ტიპის ბიობლიოთეკების გახსნა შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებშიც იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics