19:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 12:03:43, 743 ნახვა

რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა.

ბიბლიოთეკის პრეზენტაციაზე გამოიფინა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფოტოები, რომლებიც მის ცხოვრებას ასახავს. პოეტს ბავშვობის წლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში აქვს გატარებული, აქვე დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმიც.

ბიბლიოთეკისათვის ლადო ასათიანის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით  ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს ინიციატივით თეა წულუკიანმა მიმართა.

სოფელ ლაჯანაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ლადო ასათიანის ოჯახის წევრები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

პრეზენტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის სპეციალური კონცერტი გაიმართა; მოეწყო ადგილზე წარმოებული ქართული ღვინის დეგუსტაციაც.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში საზოგადოებრივი ცენტრი 2016 წლის 11 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისვე ინიციატივით, 2015 წლიდან ნუკრიანის ბიბლიოთეკას მიენიჭა მხატვარ დავით კრაწაშვილის, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიბლიოთეკას − ნოდარ დუმბაძის სახელი.

საქართველოს რეგიონებში სულ  45 საზოგადოებრივი ცენტრი და 40-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე იუსტიციის მინისტრი კიდევ რამდენიმე ცენტრის გახსნას გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics