17:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 21:03:19, 2377 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი პალესტინისა და იერუსალიმის პატრიარქმა გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან მსგავსი ჯილდო უმაღლესი თანამდებობის პირმა პირველად მიიღო. 

მათივე ცნობით, თეოფილოს III-მ აღნიშნა, რომ მისთვის, წმინდა მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა დიდი პატივია. 

"თქვენს ქვეყანას და ხალხს - საქართველოსა და ქართველებს განსაკუთრებული კავშირი აქვთ იერუსალიმთან, წმინდა მიწასა და იერუსალიმის საპატრიარქოსთან. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო, თქვენი ქვეყნის განმანათლებელი, იყო იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დისშვილი. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ისტორიული და კულტურული ფაქტორი გვაკავშირებს. იერუსალიმის საპატრიარქომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის დაცვაში", - ბრძანა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა თეოფილოს III-ის წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და იგი საქართველოში მიიწვია. 

"ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში. მართალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე მოგიწვიათ საქართველოში, მაგრამ მოხარული ვიქნები, პირადად გიმასპინძლოთ", - მიმართა პრემიერმა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics