17:46 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 18:14:06, 2657 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრს ირლანდიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ეწვია

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიიღო.

დელეგაციის წევრებს  ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებზე. შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის  საკითხებზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრები მედპერსონალის პროფესიული მომზადების შესახებაც გაეცნენ ინფორმაციას და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.

დელეგაცია ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით საქართველოში 25 ივლისამდე იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგატები  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდებიან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics