10:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:45:33, 493 ნახვა

საზოგადოება
„ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს მსახიობი ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს თეატრისა და კინოს მსახიობი, პოეტი, ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა პროექტის „წიგნის კლუბის“ ფარგლებში გაიმართა და ის წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ახალგაზრდებისთვის მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტის“ თემაზე პრეზენტაცია გამართა.  სტუმარმა ისაუბრა როგორც უშუალოდ წიგნზე, ისე მის ავტორზე, პერსონაჟებზე, მთავარ ღირებულებებზე. მოსწავლეებს გააცნო „დონ კიხოტზე“ სხვადასხვა კრიტიკოსის მიერ გამოთქმული მოსაზრებებიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დონ კიხოტის გმირისა და თანამედროვეობის შედარებას, იმ ღირებულებებსა თუ იდეალებს, რომელებიც ამ წიგნს გააჩნია.

შეხვედრის მეორე ნაწილი  დისკუსიას დაეთმო. „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ინტერაქტიულ შეხვედრაში და მოსაზრებები გამოთქვეს.

ცნობისთვის, „წიგნის კლუბი“ საქართველოს იუსტიციის დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ ერთ-ერთი პროექტია, რომლის მიზანია წიგნის პოპულარიზაცია, ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის გზით არასრულწლოვნებში  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, პრეზენტაციული  და არგუმენტირებული მსჯელობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics