17:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 13:12:09, 695 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალთა ოთახებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარაში მოქმედ ქალთა ოთახებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აჭარის მუნიციპალურ სერვისებთან - „ქალთა ოთახებთან“ თანამშრომლობით, უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და მოსახლეობაში გაუწევს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

სამინისტროს ცნობით, მხარეები ითანამშრომლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად. ქალთა ოთახები უზრუნველყოფენ სამიზნე ჯგუფებისა და მოსახლეობის ინფორმირებას სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, მიაწვდიან სამინისტროს ინფორმაციას მოსახლეობაში გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხების შესახებ.

მემორანდუმს ხელს მოაწერა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და ქალთა ოთახების მენეჯერებმა.

ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი“ „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფარგლებში აჭარაში პირველად 2015 წელს გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ - ეს არის საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისი, ღია სივრცე შეხვედრებისა და ტრენინგების ჩასატარებლად, მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში.

დღეს აჭარაში ექვსი ქალთა ოთახი ფუნქციონირებს.

მხარეებს შორის თანამშრომლობას ფასილიტაციას უწევს „კავკასიის ალიანსების პროგრამა“, რომელსაც შვეიცარიის განვითარების ფონდის (SDC) დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics