17:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 15:14:28, 801 ნახვა

რეგიონი
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ სამედიცინო აქციების ჩატარებას დადებითად აფასებს

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ ხვალიდან უპრეცედენტო აქციებს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც 15-მდე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი სამედიცინო კვლევები ჩატარდება.

როგორც მეან გინეკოლოგმა, მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა მირანდა ჯანხოთელმა განაცხადა, საზღვრისპირა სოფლებში სამედიცინო კვლევების ჩატარება უმნიშვნელოვანესია და ღრმა კვლევებია საჭირო, ამიტომ სპეციალური პაკეტით გადაწყვიტეს მათთან ჩასვლა.

„მე მინდა ზუსტად ჩამოგითვალოთ კონკრეტულად რა შედის ამ პაკეტში. კარდიოლოგის კონსულტაცი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა; ნევროლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგიური გასინჯვა, ექოსკოპოია. სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მიიღოს უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა. ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს. “, - განაცხადა ჯანხოთელმა.

მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის სპეციალური სისტემაა შემუშავებული, ვინაიდან მათი გადაადგილების დროს რიგი პრობლემები იჩენს თავს, სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფი „ჩვენ მოვალთ თქვენთან“ სურვილის შემთხვევაში სახლში ეწვევიან.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ პირველადი სამედიცინო კვლევის ფარგლებში უკვე იყო კორბოულში, ჯავაურთაში, გორისაში, მერჯევასა და ჭორვილაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics