13:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 16:35:08, 493 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით  დაიწყება და 22 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები  9 ივლისს ჩაერთვებიან. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 20 ივლისს ჩატარდება.
19  საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო.
შეფასების ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  სტუდენტთა  საგრანტო კონკურსისათვის  4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი 12 500-ზე მეტი  მსურველი.
აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება.
2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეებია.  მიმდინარე წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს  სამოქალაქო განათლება დაემატა.
სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა).
ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics