|
2015-04-22 17:07:15, 721 ნახვა
საზოგადოება
დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელისა (CENN) და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა“ –ს ორგანიზებით, დღეს თბილისის ზოოპარკში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, ნარჩენების მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულები ღონისძიების ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს. პირველი ადგილის მფლობელი ეკო-ბანაკ ტიან- შანზე გაემგზავრება, ხოლო მეორე ადგილზე გასული საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეწვევიან. დღეს ზოოპარკში “ეკო ბანაკის“ კლუბის წევრებმა დარგვის აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა. დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)