15:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 17:44:10, 769 ნახვა

რეგიონი
ბათუმი-ურეკი-ბათუმი - ახალი მატარებელი დღეში 4 ლარად ივლის

ბათუმი-ურეკს შორის ახალი მატარებელი დაინიშნა.

სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 4 ლარი იქნება. დღეს, სპეციალურად ზაფხულის ტურისტული სეზონისა და ამ კონკრეტული მიმართულებისთვის მოწყობილი მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ დაჩი ცაგურიასთან ერთად მოინახულა. 


“მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას, რადგან ეს არის ძალიან სწორად გააზრებული პროექტი, რომელიც მოემსახურება ტურისტებსა და ვიზიტორებს და არამარტო მათ.  ეს არის ალტერნატიული სატრანსპორტო შესაძლებლობა  ადამიანებისთვის, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციებამდე მივიყვანოთ, ეს იქნება მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღი, ქობულეთი, ჩაქვი თუ ურეკი.

ეს პროექტი განტვირთავს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მაგისტრალზე ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე არსებულ გადატვირთულ მორაობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანებს შევთავაზოთ იაფი, ეკოლოგიურად სუფრთა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ზაფხულის სეზონზეა გათვლილი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ყოველდღე 15:55 წუთზე, ასევე 19:20-ზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10-სა და 20:45 წუთზე დაბრუნდება. მგზავრობის ხანგძლივობა ერთ საათსა და 5 წუთს შეადგენს. მატარებლის ბილეთის შეძენა ჩვეულებრივ ფეობოქსების აპარატებით, ვებგვერდებსა და რკინიგზის სადგურის  სალაროებშია შესაძლებელი, თუმცა ბათუმსა და ურეკს შორის არსებული სადგურებიდან მატარებელში ასულ მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ. ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტია. 

„ამ კონკრეტული მატარებლით ტურისტებს  საშუალება ეძლევათ აჭარის ულამაზესი სანაპირო ზოლი მატარებლით მოინახულონ და იმოგზაურონ. ჩვენ მზად ვართ სხვა პროექტებშიც ვითანამშრომლოთ თუ ამის საჭიროება იქნება. საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და მხოლოდ აჭარის მიმართულებით თბილისიდან დღეში 8 რეისი სრულდება. ამას ემატება ეს კონკრეტული მიმართულება და ქუთაისის რეისებიც. მგზავრებს დამატებითი ინფორმაციის მოძიება მატარებლის განრიგებისა და ფასების შესახებ შეუძლიათ ჩვენს ცხელ ხაზზე 13 31,“- აღნიშნა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics