11:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 10:55:07, 5026 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა საჩხერე-ამბროლაურის მშენებარე განყოფილება დაათვალიერა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის განყოფილების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და მშენებლებს გაესაუბრა.

შსს-ს ინფორმაციით, მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება. დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობის აგება, რომელიც ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვება. ახალ შენობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გათვალისწინებულია სპეციალური პანდუსების მოწყობა, ასევე დაგეგმილია სააგენტოს ეზოს კეთილმოწყობა. 2015 წლის მაისიდან დაინტერესებული პირები საჩხერე-ამბროლაურის განყოფილებაში მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ.

მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილება ამ ეტაპზე მომხმარებელს დროებით თავისუფლების ქუჩა N:3-ში მდებარე შენობაში ემსახურება. ცალკე ტერიტორიაზეა განთავსებული მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მოედანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics