|
2017-07-13 16:08:30, 3367 ნახვა
მსოფლიო
მოსულში დამარცხების შემდეგ, ISIS-მ ქალაქ ტალ-აფარის დამოუკიდებლობა გამოაცხადა
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში მდებარე ქალაქი ტალ-აფარი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, - ამის შესახებ Iraqinews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯიჰადისტების ლიდერები სასიკვდილო განაჩენით დაემუქრნენ იმ ადამიანებს, რომლებიც წესრიგს დაარღვევენ. როგორც მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ქალაქს მთლიანად არაბები და უცხოელები აკონტროლებენ. სააგენტო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაჯგუფებამ შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების საკითხი. ცნობისთვის, მოსულიდან 50 კილომეტრით დაშორებული ქალაქი დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წლის ივნისში დაიკავა. ქალაქის გასათავისუფლებლად ერაყის არმია ოპერაციას ამ დრომდე მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)