|
2017-07-13 15:16:00, 3192 ნახვა
მსოფლიო
კათოლიკური მალტას პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა
მალტას პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მომხრე მალტას პარლამენტის 66 დეპუტატი იყო, ერთი კი, წინააღმდეგი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯოსეფ მუსკატის განცხადებით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. "ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატია და საზოგადოება უპრეცენდენტო განვითარების გზას ადგას. ამ საზოგადოებაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანი თანასწორები ვართ", - განაცხადა მუსკატმა. მედიის ცნობით, ამიერიდან საბუთებში არ იქნება ნახსენები სტატუსი : "ქმარი" და "ცოლი", ასევე "მამა" და "დედა". ამ სტატუსებს ჩაანაცვლებენ სიტყვებით "მეუღლე" და "მშობელი". როგორც მედია წერს, მალტას ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დისკრემინაციის აღმოფხვრის მიზნით მიიღო. ცნობისთვის, კათოლიკური მალტა, რიგით 24-ე ქვეყანა გახდა, სადაც ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინება დაკანონებულია. ცოტა ხნის წინ ასეთივე გადაწყვეტილება გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)