13:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 10:46:30, 2042 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა წყალტუბოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით,   8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით,  ამ ეტაპზე,  უკვე ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ  კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. 

სოზარ სუბარის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია სამუშაოებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ვერ ასრულებს.

„სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, გარკვეულწილად,  ბუნებრივმა მოვლენებმა შეუშალა ხელი.  საძირკველში წყალი ჩადგა და მუშაობა შეუძლებელი იყო.  ამიტომაც,  შევთანხმდით მშენებელთან, რომ  ამ ეტაპზე არ ვწყვეტთ  ხელშეკრულებას და გარკვეულ ვადას ვაძლევთ, რათა გრაფიკს დაეწიოს. მინდა ხელი შევუწყო კეთილსინდისიერ მშენებლებს,  მაგრამ  დევნილების ხარჯზე ეს ვერ მოხდება.  იმედი მაქვს, რომ ისინი დაეწევიან გრაფიკს და  2018 წლის გაზაფხულზე  ბინებს ჩაგვაბარებენ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და  ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულზე  უნდა დასრულდეს.

7 734 243 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს. 

  მშენებლობაზე დასაქმებულთა დიდი ნაწილს დევნილები წარმოადგენენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics