2017-07-13 09:36:55, 2259 ნახვა
საზოგადოება
დღეს პატრიარქი 600-მდე ჩვილს მონათლავს
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ნათლული 600-მდე ბავშვი გახდება.
პატრიარქის ნათლულებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე სამებაში ილიამ მეორე მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს და მრევლს ქადაგებით მიმართავს.
ცნობისთვის, პატრიარქს 32 104 ნათლული ჰყავს. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. ილია მეორეს ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან