2017-07-12 18:53:24, 815 ნახვა
რეგიონი
ფოთში მეთევზემ ვენები გადაიჭრა
ფოთში მეთევზემ ვენები გადაიჭრა.
იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გამოძახება ცენტრში 17:21 საათზე შევიდა, ჯგუფი გამოძახებისთანავე გავიდა და 17:29 წუთზე უკვე ადგილზე იყო. თუმცა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ სასწრაფოს პაციენტი საავადმყოფოში გადაყვანილი დახვდა.
შეგახსენებთ, მეთევზეებმა დღეს მალთაყვის უბანში აქცია გამართეს და პალიასტომის ტბაზე თევზჭერასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან