15:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 18:03:35, 853 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხიჭაურში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში  ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუახევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც რეგიონს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს.

ხელმძღვანელმა პირებმა მშენებარე ბაღი დაათვალიერეს. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე სოფელ ხიჭაურს საბავშვო ბაღი არ ჰქონდა.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და  2017 წლის  ოქტომბრისთვის დასრულდება.

  პროექტის ფარგლებში  2 სართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ხიჭაურის ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება, დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა განსაკუთრებით სასიხარულოა სოფლის მოსახლეობისთვის.

საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 219 870 ლარი დაიხარჯება.

2012 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 5 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებდა. 2017 წლის ბოლოსთვის 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გვექნება.

დამატებით დასაქმდება 150-ზე მეტი ადგილობრივი. 

2012 წლიდან დღემდე ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე სულ 1 340 452 ლარი დაიხარჯა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics