19:58 - 03 Nov, 2026
|
2017-07-12 17:07:23, 2402 ნახვა
საზოგადოება
კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლო გახდა
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა. მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას - ბოლარდების დამონტაჟება. ცინცაძის ქუჩაზე საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები. აღსანიშნავია, რომ შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - ალექსანდრე დიუმას ქუჩა უშუალოდ კალისტრატე ცინცაძის ქუჩას უკავშირდება. (NS)
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)