|
2017-07-12 16:44:08, 2123 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტები 99,9 %-ით შესრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობის ბიუჯეტიდან 117 სხვადასხვა პროექტისთვის 998 800 ლარი გამოიყო. მათივე ცნობით, 30 ობიექტზე შეიცვალა ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები და შიდა კანალიზაციის ქსელები, აღდგა საერთო სარგებლობის კიბეები. გამგეობის თანადაფინანსებით, გამაგრდა 2 ავარიული საცხოვრებელი სახლი, ასევე 14 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას დაუფინანსდა ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან მოსახლეობის საერთო სარგებლობის ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის 1 296 800 ლარი გამოიყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)