|
2017-07-12 16:04:45, 1727 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიებს აცხადებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე ვაკანსიებს აცხადებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკურსი შემდეგ თანამდებობებზეა გამოცხადებული (ანაზღაურების გარეშე): აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი) "აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი) აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი); ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი). სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის საჭიროა საქმიანობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს კი, უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა იმ პედაგოგს მიენიჭება, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატები წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევა და დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება. საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას თან უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე: tgelovani@moc.gov.ge 2017 წლის 12 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით. საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 231 27 47 (7424), 1500 (7424)",-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. (NS)
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)