22:36 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 15:03:43, 450 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება

საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ხოლო აშშ-ს მხრიდან თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი თანათავმჯდომარეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, კონსულტაციების მთავარ თემას თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებების,  თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო.  მხარეებმა 2015-2016 წლების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.

„ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით აშშ-ის მხარდაჭერასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას დაეთმო. მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის მიმართულებები:  საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მისიებში ერთობლივი მონაწილეობა, ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მასშტაბების გაზრდა, ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერა.

ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. კონსულტაციების პროცესში მხარეებმა დეტალურად განიხილეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ევროპული მხარდაჭერის ინიციტავის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიზნობრივად, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების საკითხები“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე ტოდ ჩაპმანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და დელეგაციის სხვა წევრები.  

დღესვე, ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელები საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში ამერიკული დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics