12:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 16:39:23, 2124 ნახვა

საზოგადოება
N11 დაწესებულებაში ქუჩის კალათბურთის მატჩი ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის გამართულ ქუჩის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ.

სპორტულ ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი გიგა გაბელაია ესწრებოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს სერთიფიკატები და თასები გადასცეს. გარდა ამისა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ტელევიზორები, ფეხბურთისა და  კალათბურთის ბურთებიც გადასცა.

სპორტული აქტივობები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად ხორციელდება და მიზნად მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, დაწესებულებაში მსჯავრდებულებს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ სპორტის მიმართ.

„აქ საუცხოო პირობები აქვთ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეულ ამ ბავშვს აქვს იმის შეგრძნება, რომ ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს გარკვეული პროფესიით, ცოდნით და უნარებით,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  აქტიურად თანამშრომლობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან.  რა თქმა უნდა,  სპორტული აქტივობები ძალიან  მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, არასრულწლოვნებთან მიმართებაში. მსგავსი ღონისძიებები დიდ სტიმულს აძლევს მათ, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე”, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics