|
2017-07-11 15:43:22, 1898 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერების კონსულტირება გრძელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერების კონსულტირება გრძელდება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სოფლების მაცხოვრებლებს მევენახეობის, მეკარტოფილეობის, მცენარეთა დაცვისა და მეცხოველეობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის სოფლების მაცხოვრებლების ფერმერული მეურნეობები და ნაკვეთები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ პროექტი “მობილური ექსტენცია” უკვე ორი წელია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ. 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16, კახეთის - 22, იმერეთის- 15, სამცხე-ჯავახეთის -22 სოფლის ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)