13:10 - 13 Apr, 2026
|
2017-07-11 12:22:38, 2518 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა - დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი
მოსკოვში, დიმიტრიევსკის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „რიოში“ ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარს შესაძლო ხუთიდან, მე-4 რანგის სიმძლავრე მიენიჭა. როგორც BBC წერს, შენობიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილს კი, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)