12:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 11:30:15, 1976 ნახვა

საზოგადოება
ქართველი გამომგონებლები რობოტიკის საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები ვაშინგტონში, რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე  First Global-ზე  გაემგზავრებიან.

საერთაშორისო კონკურსი წელს პირველად 16-18 ივლისს იმართება და მასში მონაწილეობას  160-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. გუნდები 15-18 წლამდე, ახალგაზრდა, ნიჭიერი გამომგონებლებით არის დაკომპლექტებული.

წლევანდელი First Global-ის  თემა მსოფლიოს უზრუნველყოფაა სუფთა წყლის მარაგით.  მონაწილე გუნდებს საკუთარი დიზაინით რობოტები უნდა შეექმნათ, რომლებიც წყლის ბინძური და სუფთა ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევებას და სხვადასხვა რეზერვუარში გადანაწილებას შეძლებდნენ. ქართველმა გამომგონებლებმა ასეთი ფუნქციებით აღჭურვილი რობოტი უკვე შექმნეს, მასზე სკოლის მოსწავლეები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა.

 წელს საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს სახელით გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics