13:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 10:42:40, 2422 ნახვა

მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით დასრულდა - „ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია“ (ფოტო)

ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია, - ამის შესახევ Reuters იუწყება.

"ვაცხადებ, რომ დღეიდან მოსული გათავისუფლებულია დაეშის ტერორისტებისგან. ახლა გვაქვს ახალი მისია. უნდა შევქმნათ სტაბილურობა, გავერთიანდეთ, რომ ტერორიზმი საბოლოოდ დამარცხდეს", - განაცხადა ერაყის პრემიერმა.

ალ-აბადიმ მებრძოლებს და ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციას თავდადებისთვის მადლობა გადაუხდა და ISIS-ზე გამარჯვება მიულოცა.

მედიის ცნობით, ერაყის არმიამ დროშა გათავისუფლებულ ქალაქში კვირას აღმართა. ამასთან, ქალაქში ამ დრომდე საბოლოო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინაროებს, რათა ტერორისტების მიმალვა და შემდეგ მათ მიერ განხორციელებული შესაძლო თავდასხმების თავიდან არიდება მოხდეს.

გარდა ამისა, ერაყის პრემიერს გამარჯვება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მიულოცა და დასძინა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ბოლომდე განადგურდება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობის დღეები სირიასა და ერაყში უკვე დათვლილია.

შეგახსენებთ, რომ მოსულის გამათავისუფლებელი მასშტაბური ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ქალაქს ბოლო 3 წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics