12:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 21:27:05, 1930 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ  კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მოწმეებს წარმოადგენს პროკურატურა ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე.  მათი ვინაობა წინასწარ არ ხმაურდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და  დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა,  ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა,  დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სოსო ელიზბარაშვილი, საპატრიარქოს ოქრომჭედლები, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ექიმი, რომელმაც მას მოტეხილ ფეხზე უმკურნალა  და  სხვა პირები.როგორც პროკურორები  ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება  საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა დაახლოებით როდის იგეგმება მისი  დაკითხვა, ამ ინფორმაციას პროკურატურა ასაიდუმლოებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics