|
2017-07-10 21:22:11, 1819 ნახვა
საზოგადოება
11 ივლისის ანონსი
11 ივლისს, 09.45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, კავშირი „21-ე საუკუნის“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, კონფერენცია „რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში“ გაიმართება. ხვალ, 11 ივლისს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიკაილ კადიევის სასამართლო გაიმართება. პროცესს დაესწრებიან ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში და აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხაზ პატარაია. საკონტაქტო: მალხაზ პატარაია 593 737557 11ივლისს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-3 სართულზე(ოთახი N2),ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შეხვდება ელჩებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. 11 ივლისს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" გაიმართება სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალაქ ხონში იმ ადგილს მოინახულებს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი. 11 ივლისს, 11:00 საათზე, „მარშალპრესის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ლილუაშვილი პრესკონფერნციას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)