|
2017-07-10 17:19:46, 1983 ნახვა
საზოგადოება
მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი კიდევ 155 დევნილს გადაეცა
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, გრანტი კიდევ 155 დევნილს გადასცა. დევნილებმა გრანტების საშუალებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საქონელი, ფრინველი, ფუტკრის სკები, მოაწყვეს სათბურები, ხეივნები, სათავსოები, სამკერვალოები, სილამაზის სალონები, საცხობები შეიძინეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. „საგრანტო პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 31 ივლისამდე გაგრძელდება. გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.საგრანტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია: დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები: ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ N6 ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27 საგრანტო განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია: გურჯაანის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, მარნეულის, თიანეთის, თელავის, ყვარლისა და მესტიის იუსტიციის სახლებში. გარდა ამისა, განაცხადების მიღება მიმდინარეობს: კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, ჯვარის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივი ცენტრებშიც“,-ნათქვამია დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროგრამის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, უკვე დაფინანსებული იყო 475 დევნილი. (NS)
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)