|
2017-07-10 12:54:36, 789 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო
ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო - ამის შესახებ oc-media იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "მოწმობის" მიღება იმ პირებს შეეძლება, ვინც ოკუპირებულ რეგიონში 1999 წლიდან ან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს. როგორც მედია წერს, ყველა, ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, სწორედ ე.წ. ბინადრობის მოწმობას მიიღებს, რომლითაც ენგურის გავლით მიმოსვლას თავისუფლად შეძლებს. ამასთან, ე.წ. დოკუმენტის მფლობელების დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ და ვერ იღებენ პენსიებს. ე.წ. არჩევნებში მხოლოდ ის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს. გარდა ამისა, მედიის ცნობით, 2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ გალის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ე.წ. გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიზეზი კი, არალეგალური "პარპორტების" გაცემა გახდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელსაც ადგილობრივი "პასპორტის" მირება სურს, არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, 2016 წელს "გამოძიებამ" დაადგინა რომ 2007-2014 წლებში გალის ადმინისტრაციამ 14 988 "პასპორტი არაკანონიერად გასცა", რადგან მიმღები პირები ასევე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)