|
2015-04-22 12:56:40, 704 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა საინფორმაციო ცენტრ 118 08–სთან ხელშეკრულება გააფორმა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა საინფორმაციო ცენტრ 118 08–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ცენტრის თითოეული აბონენტი ავტომატურად, ხმოვანი შეტყობინებით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერს შეიტყობს. „აღნიშნული კამპანია 18, 21 და 23 აპრილს არის აქტიური. იმის გათვალისწინებით, რომ საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით დღეში დაახლოებით 7–8 ათასი ადამიანი სარგებლობს, აღნიშნული აქცია საკმაოდ ეფექტური იქნება. მსგავსი კამპანია გასული წლის დეკემბერში ოჯახში ძალადობის საკონსულტაციო ცხელი ხაზის რეკლამირების მიზნითაც განხორციელდა“, – განაცხადა ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა. მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აქციები სამომავლოდაც არის დაგეგმილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)