2017-07-10 09:35:19, 2187 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ცდოსთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე (სოფელ ცდოსთან) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული იყო დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან