18:01 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-09 15:45:08, 2227 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ გლდანის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა გიგა ნიკოლეიშვილმა და ნატო ქიტიაშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, გლდანის რაიონში  მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

დავით ნარმანიამ და დიმიტრი ორმოცაძემ გლდანში, 6 მ/რ-ის N17 კორპუსის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გახსნეს.

,,გლდანის რაიონში გამგეობა რამდენიმე პროექტს ახორციელებს პარალელურ რეჟიმში და ვეცნობით ამ პროექტების მიმდინარეობას. იგება შიდა კვარტალური გზები, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, რამდენიმე ადგილზე კეთდება პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს, რათა ყველა ის საკითხი მოვაგვაროთ, რათ მათ აწუხებთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 500  კვ.მ-ზე მოეწყო ბეტონის საფარი, შეიცვალა მავთულ-ბადეები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და დაიგო ხელოვნური საფარი.

გარდა ამისა, თბილისის მერი ამავე მისამართზე კიბის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირდება და სამუშაოების შედეგად მოეწყობა 32 მეტრი სიგრძის პანდუსი 7 % -იანი ქანობით.

პარალელურად, 5 500 კვ.მ-მდე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჯანჯღავას II შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში, სადაც ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics