13:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 13:59:32, 2823 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესანიშნავი იყო

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, მისი შეხვედრა რუს გოლეგა ვლადიმერ პუტინთან "შესანიშნავი" იყო.

ამასთან, შეხვედრის დაწყების დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. 

აღსანიშნავია, რომ სხვა უცხოური სააგენტოები ტრამპის სიტყვების ინტერპრეტაციას აკეთებენ და პუტინთან შეხვედრას როგორც "გრანდიოზულს" ისე აფასებენ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრას პრეზიდენტების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თარჯიმნები ესწრებოდნენ. წინასწარ გაცხადებული 30 წუთიანი შეხვედრის ნაცვლას, ლიდერების დიალოგი 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. 

როგორც დასავლური მედია წერს, "დიდი ოცეულის" ორგანიზატორები დამწუხრებულები არიან, რადგან მიუხედავად სერიოზული საკითხებისა, რომლებიც სამიტის ფარგლებში განიხილება, მსოფლიო მედია "მხოლოდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრით იყო დაინტერესებული" - "ALL EYES ON TRUMP AND PUTIN" (ყველა თვალი ტრამპსა და პუტინზეა), სწორედ ეს ფრაზა ფიგურირებდა გუშინ მსოფლიო მედიაში, მთელი დღის განმავლობაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics