|
2017-07-08 11:58:34, 856 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო დაათვალიერა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მარცვლეულის შესანახ მეურნეობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძესთან ერთად, მუშაობის პროცესს გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო, რომლის მფლობელიც ინდ. მეწარმე თეიმურაზ ნასყიდაშვილია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ი/მ თეიმურაზ ნასყიდაშვილის მარცვლეულის შესანახი მეურნეობა 6 000 ტონა მარცვლეულის შენახვას უზრუნველყოფს. საწარმოში, რომელიც 2017 წლის ივნისში ამოქმედდა, 7 ადამიანია დასაქმებული. მარცვლეულის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ი/მ თეიმურაზ ნასყიდაშვილი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 490 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 390 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 100 000 აშშ დოლარი - საკუთარი ინვესტიცია. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)