02:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 15:13:57, 2508 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატის განცხადებით, დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ დეკანოზი გველის შხამის შეძენით იყო დაინტერესებული

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ დეკანოზი გველის შხამის შეძენით იყო დაინტერესებული.

ადვოკატის თქმით, დეკანოზს გველის შხამის მოძიება შორენა თეთრუაშვილმა დაავალა. 

"გველის შხამთან დაკავშირებით, თანამშრომელმა სიტყვა 500 დოლარი დაადასტურა. გახსოვთ თქვენ, დეკანოზი ჩვენებაში ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილის თხოვნით, ვინაიდან მას შხამი მალამოსთვის სჭირდებოდა, კითხულობდა გველის შხამს. შორენა თეთრუაშვილის დავალებით მივიდა თანამშრომელთან და ამ თანამშრომელმა თქვა, რომ გიორგი მამალაძე ჩემთან სწორედ ამ თემაზე მოვიდაო და თანხაც კი, 500 დოლარი დაადასტურა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკის დირექტორის მოადგილემ და ფინანსური სამსახურის უფროსმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ კლინიკაში დეკანოზის მისვლის შემდეგ მამა გიორგი მამალაძემ ხელფასი დაახლოებით 4-ჯერ შეიმცირა.

"ამის შემდეგ ირონიულია ისაუბრო, რომ ასეთ ადამიანს ვინმეს მოკვლა უნდოდა, რათა თანამდებობა შეენარჩუნებინა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

ე.წ. ციანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics