|
2017-07-07 15:02:16, 2856 ნახვა
მსოფლიო
ლევან იზორია იტალიელ დიპლომატს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ გამოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო პოლიციასა და კარაბინერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიამ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტთა მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი დანიელე სივიკო დაესწრნენ. დღესვე, საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმას ხელი მოეწერა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)