14:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 10:39:29, 399 ნახვა

სამართალი
შპს "შემოქმედმშენის" და შპს "ჯორჯიან კომპანის" დირექტორები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების  ფაქტზე შპს ,,შემოქმედმშენის“ დირექტორი გია შილაკაძე და შპს ,,ჯორჯიან კომპანის“ დირექტორი ვალერიანი კაკურია დააკავა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „შემოქმედმშენი“, რომელთანაც 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშერულება საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე.

„2014 წლის 12 ივნისს კი აღნიშნული სამუშაოების შესრულება შპს „შემოქმედ მშენმა“ თავისმხრივ დაუკვეთა შპს „ჯორჯიან კომპანის.“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის დასკვნების  მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე. შესაბამისად, ბრალდებულებმა ამ გზით მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.

ასევე დადგენილია, რომ ტენდერის დროს კომპანიის გამოცდილების დასადასტურებლად, ბრალდებულებმა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა 2012 წელს შესრულებული ჰქონდათ ანალოგიური ტიპის, 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილი „ბ“ პუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics