23:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 14:29:27, 655 ნახვა

სამხედრო
საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა, მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

უწყების ინფორმაციით,  16 სამხედრო მოსამსახურეს დიპლომები, ერთ-ერთ მათგანს კი წარჩინებულის დიპლომი პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გრიგოლაშვილმა გადასცეს.

საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 10 კვირის განმავლობაში 3 ეტაპად მიმდინარეობდა. 

პირველ ეტაპზე მსმენელებმა სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. მეორე ეტაპზე სავარაუდო მოწინააღმდეგის შეცნობასა და ამ მიმართულებით საჭირო ტაქტიკას, ტექნიკასა და შეიარაღებას გაეცნენ. მესამე ეტაპზე კი, კურსის მონაწილეებმა ოცეულის დონეზე სადაზვერვო მომზადება გაიარეს.

სწავლება, რომლის ძირითადი ნაწილი საველე-პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა, 24 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics