2017-07-07 12:14:31, 2102 ნახვა
საზოგადოება
თეა სირაძე, რომელსაც ხუთი კაცის ცემისთვის 28 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თავისუფალია
საქართველოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში, მსჯავრდებული თეა სირაძე, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშიკა ავრცელებს.
„თეა სირაძე თავისუფალია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“-წერს მოროშიკინა.
ცნობისთვის, თეა სირაძე სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდიდა.
სირაძე ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. 2015 წლის მარტში სასამართლომ სირაძე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან