14:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 11:05:38, 662 ნახვა

რეგიონი
ბათუმში 8,9 და 10 ივლისს არტ ფესტივალი,,არგანი’’ ჩატარდება

ბათუმში, ხვალ   არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს.

სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი  ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც  მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. 

აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც  საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ  და სილამაზის სამყაროში გამოგზაურებენ!                                      

არტ ფესტივალი გთავაზობთ:   ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას,ხატვის და ცეკვის მასტერ-კლასებს, იოგას სუფთა ჰაერზე, მხატვრების და ფოტოგრაფების გამოფენას,არტ-ობიექტების და გრაფიტის შექმნას,ბავშთა ზონას სპორტული და სახალისო აქტივობებით, ფუდ-ზონას ( ალკოჰოლის და ხორც-პროდუქტების გარეშე) , “მერაბის” ცხოველთა თავშესაფარის ზონას,   ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ,                           წარმოდგენილი იქნება Fire Show ,მუსიკალური ჯგუფები, DJ. 

დასწრება და მონაწილეობა უფასოა!        

მისამართი: 6 მაისის პარკი (ბათუმი)               

დასაწყისი:   8 ივლისი, 12:00 საათზე               

დასასრული: 10 ივლისი, 23:59 საათზე             

(NS) 

         





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics