|
2017-07-06 13:38:59, 2293 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ჩხოროწყუში ჩატარებული სამაშველო ოპერაციისათვის პილოტებს და ეკიპაჟს ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს
საქართველოს პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის ეკიპაჟს ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისაგან სახელმწიფო ჯილდო ვერტმფრენის ეკიპაჟს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემა. "ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების გმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ურთულეს მეტეოპირობებში, წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს. მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, მაშველებმა ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)