|
2017-07-06 12:07:37, 2824 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზურაბ ალავიძე: დარწმუნებული ვარ, კახი კალაძე გაიმარჯვებს და ამით თბილისი გაიმარჯვებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს, ეჭვი არ ეპარება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. „ძალიან მნიშვნელოვანია კახი კალაძის და მისი გუნდის წვლილი ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში. მე კახის მხარს ვუჭერ. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს და ამით თბილისი გაიმარჯვებს. კონკურენტები ალბათ არიან, მაგრამ მჯერა, რომ კახი გაიმარჯვებს პირველივე ტურში“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძე მინისტრის რანგში სხდომას ბოლოჯერ ესწრება. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)