10:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 10:50:42, 1861 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი შსს-ს მიმართავს, სათანადოდ წაახალისონ მაშველები, რომლებმაც გუშინ შტორმისას 20 ადამიანი გადაარჩინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაზე, ხუთბალამდე შტორმის დროს, გუშინ  მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად  20 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის  ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

პრემიერის შეფასებით, აღნიშნული თავდადება  დასაფასებელია.

მთავრობის მეთაური შსს-ს მიმართავს,  მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება უზრუნველყონ:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები, საკუთარ სიცოხცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად და ეს არის საპატიო საქმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძლაიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები გვყავს და ასევე მფრინავები, რომლებმაც სასწაული შეძლეს გუშინ”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ასევე  მადლობა გადაუხადა ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ:’

„150 -მდე მაშველი იყო და ეს ადამიანები ნამდვილად არიან მადლობის ღირსი, ძალიან ეფექტური ოპერაციის გამო, რადგან მცირე პერიოდში არ გავრცელდა ცეცხლი, თორემ ზარალი იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი და რადმენადაც მე ვიცი, რამდენიმე მათგანმა დაზიანებაც მიიღო",-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics