01:13 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 22:18:46, 823 ნახვა

სპეციალური ანონსი
6 ივლისის ანონსი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორმა თბილისის“ საქმეზე კერძო საჩივარს წარადგენს.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე მუშაობს, შემუშავებულ კონცეფციას წარადგენს. მის: შოთა რუსთაველის გამზ. N29, სასტუმრო ”ბილტმორი”.

6 ივლისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური პარტია "გირჩი", თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: ალ ყაზბეგის #46ა (ქავთარაძის გუდვილის პირდაპირ)
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990

11:30 საათზე, პოლიტოლოგი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან დაკავშირებული პროცედურები. ორი სავარაუდო ვეტო – კონსტიტუციის და თვითმმართველობის რეფორმის; სხვა მიმდინარე საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ტელ.: 599726565

12:00 საათზე, “თავისუფალი საქართვლოს” წარმომადგენლები საგარეჯოში, ხუთსულიანი ოჯახის გამოსახლების ფაქტს ადგილზე გააპროტესტებენ.
მის: საგარეჯო, რუსთაველის ქ. #28
საკონტაქტო ტელ.: 599 299 338

12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას კლინიკა „მედალფაში“ მონიტორინგს პირადად გაუწევს.
მის: ალ. ყაზბეგის გამზ. #16
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „PH International - საქართველოს“ ხელმძღვანელებს და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე მოსწავლეებს საკრებულოში მიიღებენ და მადლობის სიგელებს გადასცემენ.

14:00 საათზე, სასტუმრო "მუზეუმში" საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს სამუშაო რეჟიმში შეხვდება.
მის: ორბელიანის ქ. #8/10.

 

15:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებელის წინააღმდეგ ბლოკის „თავისუფალი დემოკრატები -რესპუბლიკელები“ საჩივარს განიხილავენ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას ეხება. განხილვას პარტიების ლიდერები დაესწრებიან.
მის: ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. #50/18

20:00 სთ-ზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის - მომვლის მზე“ პრეზენტაცია შედგება. საღამო, ქართველი მომღერლებისა და ქართული მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.

მის: თბილისი, კუს ტბის გზის დასაწყისი 1





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics