08:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 20:32:48, 2444 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციის ახალი პროექტი ვინმეს მიერ ავტოკრატიის შექმნის მცდელობას გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი პროექტით ავტოკრატიული მმართველობის დამყარების საშიშროება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხება.

ამის შესახებ კობახიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.

„წინა კონსტიტუციებით უკვე ორჯერ მოხდა ისე, რომ ორმა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოროტად გამოიყენა ეს ძალაუფლება. მათ შეძლეს დაემყარებინათ ნახევრად ავტორიტარული ან სრულიად ავტორიტარული რეჟიმები 90-იან წლებში და მოგვიანებითაც. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ხელს შეგვიშლის ავტოკრატიის დამყარებაში და ეს ახალი პროექტი იძლევა ამის საუკეთესო საშუალებას. ეს არის ძალიან დემოკრატიული კონსტიტუცია. ის აყალიბებს პროპორციული არჩევნებით არჩეულ საპარლამენტო სისტემას, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ვინმეს მიერ ავტოკრატიის შექმნის მცდელობას და საქართველოს გარანტირებული ექნება გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო კონსტიტუციური რეფორმის მთავარი მიზანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ევროპარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics