|
2017-07-05 19:50:19, 2380 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჩერქეზიშვილი: თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყება შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა. „7 ივლისიდან იწყება რეგულარული ავიარეისები თბილისსა და ბათუმს შორის, რომელსაც შპს „სერვისეარი“ შეასრულებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი თვითმფრინავით. ფრენები შესრულდება ყოველდღიურად, ოთხშაბათის გარდა. პარასკევს და კვირას კი რეისები დღეში 3-ჯერ შესრულდება. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა და ამ რეგულარული რეისით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა. შპს „სერვისეარმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ელექტრონულტენდერში გაიმარჯვა, რომელიც მგზავრთა საჰაერო გადაყვანის, ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა. „სერვისეარი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)