14:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 17:39:56, 660 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცა.

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ექვი ავტომანქანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ორი კი, ხულოს მუნიციპალიტეტის პჯდ ცენტრებმა მიიღეს.

სამინისტრომ, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა. პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე ავტომანქანების გადაცემა დღეს განხორციელდა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ.

აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2014-2017 წწ პროგრამის ფარგლებში გადაეცა.

სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს და აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.

„ჯანდაცვის ცენტრების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსათვის სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წლის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. დანამატს 110 ექთანი მიიღებს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics